1 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

შსს-ს განცხადება: 9 წლის ბავშვის ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება

9 წლის ბავშვის ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს. ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები