1 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონი საქართველოში სპეციალური სამალავებით შემოჰქონდათ - გამოვლენილია ხუთი სამართალდარღვევა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიმა  საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, მათივე მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების „სადახლოს“, „სარფის“ და „ნინოწმინდის“ გავლით შემოიტანეს დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის - ჯამში 4,6 კგ ოქროსა და 50,2 კგ ვერცხლის ნაკეთობები. ხოლო, ერთ შემთხვევაში ბრალდებული, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ცდილობდა მალულად შემოეტანა 277 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული ძვირფასი ლითონის საბაჟო ღირებულება ჯამში 360 000 ლარს შეადგენს. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით," - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები