თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
ლიბერთის მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა.წელს გამარჯვებულ გუნდებს შორის, ერთმა გუნდმა საქართველოდან ნახევარფინალურ ეტაპზე წარმატებულად იასპარეზა და მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს.
"დასრულდა 2023-2024 წლების სეზონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC – Internatimal Collegiate Prohgramming Contest) ნახევარფინალი პროგრამირებაში, ე. წ. ჩრდილო ევრაზიის ზონაში (NERC – Northern Eurasia Regional Contest) შემავალი ქვეყნების: სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გუნდებისთვის.
ICPC-ის ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება 42-მა გუნდმა მოიპოვა, მათ შორის სომხეთიდან - 12, აზერბაიჯანიდან -15 და საქართველოდან -15 გუნდი მონაწილეობდა. სასიხარულოა ის, რომ თბილისის და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტების გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს და ფინალში გადავიდნენ. ვულოცავ გამარჯვებულ გუნდებს ასეთი მნიშვნელოვან შედეგს, რადგან ასეთ ჩემპიონატებს წამყვანი ორგანიზაციები, როგორებიცაა: google, facebook და სხვა კომპანიები, ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმების მიზნით აკვირდებიან. წარმატებას ვუსურვებ ფინალში გასულ გუნდებს, რომლებიც 2024 წელს ეგვიპტეში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებენ“ - იასონ ზარქუა, პროგრამისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი.
"ლიბერთის სტრატეგიის პრიორიტეტია საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა და ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა. წელს კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში მიგვეღო მონაწილეობა. ტრადიციულად, ლიბერთის თანადგომით, პროგრამისტთა მხარდაჭერის ასოციაცია ატარებს დაპროგრამებაში სტუდენტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს. განსაკუთრებით სასიხარულოა,ის რომ წელს ქართულმა გუნდმა გადალახა ნახევარფინალური ეტაპი და მომავალ წელს ქართველი სტუდენტები უკვე ფინალში იასპარეზებენ. ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ყოველწლიურად ათობით ნიჭიერ ახალგაზრდას ეძლევა ჩვენს ბანკში სტაჟირების შესაძლებლობა და მათი უმრავლესობა კარიერულ წინსვლას სწორედ ლიბერთიში აგრძელებს - თორნიკე ბენიძე, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების დირექტორი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
კომენტარები