0 0 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით, კაფე „გა•ზაფხული“ ბათუმელების საყვარელ ადგილად იქცა

თიბისი სტარტაპერის პარტნიორი კომპანია კაფე „გა•ზაფხული“ სულ რაღაც ერთი წელია დაფუძნდა, თუმცა ქართული და ევროპული კულინარიის შერწყმითა და ძველი, ნაცნობი გემოების განახლებით, ბაზარზე ადგილის დამკვიდრება უკვე მოახერხა. „გა•ზაფხულის“ საქმიანობაზე მისი ერთ-ერთი მფლობელი და მენეჯერი, ნინოლა ნაგერვაძე გვიამბობს:

„ჩვენს სტარტაპზე საუბარი, ალბათ, მისი სახელწოდებით უნდა დავიწყოთ. 2022 წლის გაზაფხულზე, როცა კაფეს გახსნა ბოლო ეტაპს უახლოვდებოდა (ამ დროს მე ჯერ კიდევ არ ვიყავი ამ გუნდის წევრი), მარკეტინგის გუნდთან ერთად, გადაწყდა ამ ადგილისთვის „გა-ზაფხული“-ს დარქმევა. ამ სახელწოდებას  ჩვენთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს: გაზაფხული ხომ  რაღაც ახლის დასაწყისია, რომელსაც  ზაფხული, ანუ  შედეგით ტკბობა მოსდევს. შედეგი კი მართლაც ისაა, რაც ჩავიფიქრეთ - სივრცე გემრიელი, ჯანსაღი კერძებისა და კომფორტული გარემოს მოყვარულთათვის.

ჩვენი რესტორანი ძველი ბათუმის მთავარ გამზირზე, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს და ყოველდღიურად მასპინძლობს სტუმრებს, რომელთაც უყვართ კულინარია და სურთ განსხვავებული, ხარისხიანი კერძების დაგემოვნება. რესტორანი 50-მდე ადამიანს იტევს. ჩვენი ტერასა ბათუმის მთავარ გამზირზე ამ ქალაქისთვის ავთენტური დიზაინითა და ატმოსფეროთი - მყუდრო, მეგობრულ, კომფორტულ  გარემოს ქმნის და აქ მოსულ სტუმრებს  ე.წ. fine dining-ს სთავაზობს.

„გა•ზაფხულისთვის“ უმნიშვნელოვანესია სასმელებისა და კერძების ხარისხიანი ინგრედიენტებით მომზადება, ამიტომაც საგანგებოდ ვარჩევთ პროდუქტს. ნედლეულს, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ.

კოქტეილებსა და ლიმონათებს ვამზადებთ ჩვენივე ხილის პიურეებით, არ ვიყენებთ დანამატებს. შედეგად, ყველა სტუმარი აღნიშნავს, რომ ჩვენს სასმელს განსხვავებული, ჯანსაღი და სასიამოვნო გემო აქვს.

ყავას იტალური, მაღალი ხარისხის მარცვლით ვამზადებთ და სტუმრებს ვეგანურ, ნუშის, სოიოს რძეებსაც ვთავაზობთ.

„გა•ზაფხულის“ მენიუ შედგენილია ახალგაზრდა მზარეულის, ლუკა ხინკალაძის მიერ, რომელთანაც წლებია წარმატებულად ვთანამშრომლობთ. სწორედ მისი დამსახურებაა ჩვენი კერძების გამორჩეულობა, რომელთა სრულყოფაშიც ადგილობრივ მზარეულებთან ერთად, ნიჭიერი შეფი, გიგა ჭანიძე გვეხმარება.

ყველაზე მოთხოვნად კერძებს შორისაა გებჟალიას სალათი, რომელიც ჩვენმა შეფმა სრულიად ახალი ფორმით წარმოგვიდგინა. ეს კერძი იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ნაცნობი, ტრადიციული გემო,  ახლის, განსხვავებულის და ძველივით მშვენიერის შესაქმნელად გამოიყენო.

ჩვენს მენიუს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი თევზისგან შექმნილი კერძების ნაირსახეობები: „გამომცხვარი კარჩხანა“, „რიზოტო მიდიებით“, „სიბასი ბრინჯითა და ბოსტნეულით“   და "სინორი პიტნით და კარჩხანას ფილეთი - ეს უკანასკნელი ტრადიციული აჭარული კერძისა და ზღვის პროდუქტების შერწყმაა.

რაც შეეხება დესერტებს, „გა•ზაფხულის“ სტუმრებს განსაკუთრებულად უყვართ  ბასკური ჩიზქეიქი და „პონჩიკერა“. „პონჩიკერა" რამდენიმე წლის წინ თიბისის მხარდაჭერით შექმნილი სტარტაპია, რომელიც ამ ეტაპზე გაზაფხულთან კოლაბორაციას ქმნის და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახეობის „პონჩიკებს“. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი „პონჩიკი“ სწორედ კაფე „გა•ზაფხულში“ მზადდება.

ჩვენი რესტორნის მართვაში სამი ძირითადი გუნდია ჩართული. მართვისა და მენეჯმენტის საქმე, როგორც ერთ-ერთმა მფლობელმა, საკუთარ თავზე ავიღე. მეორე ციფრული მენეჯმენტის გუნდია, რომელიც უმნიშვნელოვანესია დღევანდელობაში ბიზნესის სამართავად. მესამე და მთავარ გუნდს რესტორნის მფლობელები წარმოვადგენთ - ვლადიმერ თოდაძე, სალომე ინწკირველი და ნინოლა ნაგერვაძე. ჩვენი მისიაა დანარჩენი გუნდების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათი დროული მხარდაჭერა, რათა რესტორანმა სრულყოფილად და ხარვეზების გარეშე, უწყვეტი ფუნქციონირება შეძლოს.

სტუმრებს ვპირდებით, რომ „გა•ზაფხული“ აუცილებლად დარჩება ბათუმში მათი კულინარიული თავგადასავლების მთავარ სივრცედ და ამაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია თიბისის როლი. თიბისის გუნდთან თანამშრომლობა, რაც ჩვენთვის წარმატებული აღმოჩნდა, მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.“

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები