1 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

აგვისტოში ექსპორტის, იმპორტის, სამშენებლო მასალებისა და მწარმოებელთა ფასების ინდექსების კლება გაგრძელდა, რაც თიბისი კაპიტალის დაბალი ინფლაციის პროგნოზთან თანხვედრაშია. ამავდროულად, რეალური ექსპორტის შემცირება მშპ-ის ზრდის მოკლევადიანი პროგნოზირების მოდელში, რომელიც ამავე თვეში ეკონომიკის ორნიშნა ზრდაზე მიუთითებდა, გათვალისწინებული არ იყო.

 

საერთაშორისო  დინამიკის მხრივ, აშშ დოლარი ბოლო დროს მოსალოდნელზე მყარი აღმოჩნდა, თუმცა, საშუალოვადიანი ინდიკატორები კვლავ დოლარის შესუსტებაზე მიუთითებს. ამასთან, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში მიგრანტთა დამატებითი შემოდინება ლარისთვის პოზიტიურია, თუმცა, თუკი აშშ დოლარი გლობალურად არ შესუსტდება, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ უცხოური ვალუტის ჭარბი შემოდინება უფრო ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდას გამოიწვევს, ვიდრე ლარის დამატებით გამყარებას.

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები