1 4 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცესკოს თავმჯდომარემ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

საპილოტე პროექტი №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომები, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება, საარჩევნო რეგისტრაციები, ამომრჩეველთა ინფორმირება, საგანმანათლებლო პროგრამები და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ანგარიშშია ასახული.

აღნიშნული საკითხებისა და არჩევნებისთვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ გიორგი კალანდარიშვილმა დღეს დეტალურად ისაუბრა.

„საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებთან დაკავშირებით. ეს არის ის მნიშვნელოვანი საქმიანობები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ 2 ოქტომბერს ამომრჩევლებს და ჩართულ მხარეებს შევთავაზოთ თავისუფალი, სამართლიანი და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო", -განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების 35 წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები