1 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინფიცირების ფაქტები ბავშვებსა და ორსულებში მაღალია - ციციშვილის კლინიკაში თავისუფალი ადგილი აღარ არის

​კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები ბავშვებსა და ორსულებში მაღალია. ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში პაციენტების ადგილი აღარ არის. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე საუბრობს. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში ყველა ადგილი დაკავებულია, რეანიმაციაში მყოფი პაციენტების დიდი ნაწილი კი ჩვილია.

"ყველა ადგილი დაკავებულია, 175 პაციენტია, რეანიმაციაში 25 ადგილი სრულად დაკავებულია. დღეს რამდენიმე პაციენტი ზოგადად გაეწერება, მაგრამ ჯერჯერობით, არავინ არ არის გაწერილი. რეანიმაციიდან ვერავინ გაეწერება. ამ 25 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. ძირითადად 80% რეანიმაციაში მწოლიარე პაციენტების არიან ჩვილები,“ - აცხადებს მაია ჩხაიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები