1 8 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მორგი და კოვიდ მისაღები ერთი და იგივე იყო.. ექიმებმა ჩვენ თვალწინ გარდაცვლილის კუბოში ჩაწვენა დაიწყეს”

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ პირველ სამედიცინო ცენტრში ანალიზების ასაღებად მისულების წინ ექიმებმა გარდაცვლილის კუბოში ჩასვენება დაიწყეს.

“დღეს დავბრუნდი კოვიდ გადასახლებიდან და გადავწყვიტე დამეწერა ეს ამბავი. ამ ფოტოებზე პირველი სამედიცინო ცენტრის კოვიდ მისაღებია, პირველი სამედიცინო ცენტრი pirveli samedicino centri სადაც კოვიდ სასტუმროდან წაგვიყვანეს პაციენტები ანალიზების ასაღებად. მაგრამ ეს პოსტი ანტისანიტარიაზე არაა. პაციენტები რიგში დაგვაყენეს როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა და კუბო მოაყუდა კარებზე. ძალიან დავიბენი, მისაღებში კედელს ავეკარი და ჩემ წინ მდგომ საწოლს დავაკვირდი, და უცებ მივხვდი რომ საწოლზე გარდაცვლილი ადამიანი იყო. ექიმებმა ჩვენ თვალწინ გარდაცვლილის კუბოში ჩაწვენა დაიწყეს. ამის პარალელურად ექიმები ჩვენ რეგისტრაციას განაგრძობდნენ. მე გამოვარდი ტირლით, არ ვიცოდი სად გავქცეულიყავი, როდესაც მიმღების კარებს მერე მეორე კუბო მოაყუდეს. როგორც მერე მივხვდი, მორგი და კოვიდ მისაღბი ერთი და იგივე იყო.
ანუ, ჩვენ ანალიზებს გვიკეთებდნენ და პარალელურად ჩვენს დასანახად მიცვალებულებს კუბოებიში ასვენებდნენ. არანაირი ანალიზი არ გამიკეთებია, რა თმა უნდა, გამოვარდი და ავტობუსში ჩავჯექი რომ უკან წავეყვანე კოვიდ სასტუმროში. როდესაც სხვა ინფიცირებულები დაბრუნდნენ ავტობუსში მითხრეს რომ კიდევ ორი გარდაცვლილი გადაასვენეს მათ თვალწინ. ვერაფრით გამოვიდივარ ამ სტრესიდან და ვერ ვიშორებ ამ სურთს თავიდან, სულ ეს მიდგას თვალწინ და უფრო და უფრო ვბრაზდები ასე როგორ უნდა გაწირო ავადმყოფი რომ ამას აყურებინო”. – წერს მოქალაქე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები