2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ პანსიონატში ბავშვების გამოყვანის პროცესი შეჩერდა, განვახორციელებთ მონიტორინგს.. - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ბოლო პერიოდში ომბუდსმენის აპარატი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგისგან თავს იკავებდა, რათა ბავშვებისთვის დამატებითი სტრესული გარემო არ შეექმნათ. 

თუმცა ლომჯარიას განცხადებით, თუ უახლოეს დღეებში პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი შეჩერდება ომბუდსმენის მონიტორის ჯგუფი მონიტორინგისთვის ნინოწმინდაში ჩავა.

"თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი გაჩერდა და არ განხორციელდა ისე აქტიურად, როგორც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვახორციელოთ მონიტორინგი",- თქვა ნინო ლომჯარიამ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები