0 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"პირველი თავმჯდომარე ვარ, რომელმაც სრული ვადა გავძელი და გავიტანე ბოლომდე"

"პირველი თავმჯდომარე ვარ, რომელმაც სრული ვადა გავძელი და გავიტანე ბოლომდე" - ეს განცხადება, თამარ ჟვანიამ, კენჭისყრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

თამარ ჟვანიას განცხადებით, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც სავარაუდოდ ამ გადაწყვეტილების მიზეზიც გახდა.

„მინდა აღვნიშნო, რომ პირველი თავმჯდომარე ვარ, რომელმაც სრული ვადა გავძელი და გავიტანე ასე ვთქვათ ბოლომდე და სრულყოფილად დავასრულე ჩემი პირველი ვადა, რომელიც დასრულდა ამ არჩევნების დასრულებისთანავე. მე ვფიქრობ, რომ ის გამოცდილება არც მე საარჩევნო ადმინისტრაციაში მივიღე არის ძალიან განსხვავებული იმ პერსპექტივიდან, რაც მე 5 წლის წინ მაგალითად მეგონა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში იყო,“-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მან მეორე ვადით ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. ჟვანიას კონკურენტები ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შენგელია იყვნენ, თუმცა თამარ ჟვანიამ კომისიის წევრების 8 ხმა მოიპოვა და ცესკოს თავმჯდომარის პოსტიც დაიკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები