1 2 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩინეთში ტურისტული ზონები 3-თვიანი დახურვის შემდეგ იხსნება

ჩინეთში ტურისტული ზონების ნაწილი 3-თვიანი დახურვის შემდეგ იხსნება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყანაში 5-დღიანი დღესასწაული 1 მაისს იწყება და სწორედ მაშინ გაიხსნება ტურისტული ზონები, მაგრამ ყველაფერი ძველებურად ვეღარ იქნება – წერს ადგილობრივი მედია.

რისტული ადგილზე შესვლა მკაცრად გაკონტროლდება და დამთვალიერებლებს რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ:

პირადობის დარეგისტრირება

ტემპერატურის კონტროლი

პირბადის ტარება

მათი ჯანმრთელობის შეფასება QR კოდით მოხდება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას აჩვენებს. 

რამდენიმე ცხელი წერტილი შეზღუდვით იხსნება. თუ გასულ წლებში დღეში აქ 80 000-მდე ვიზიტორს შეეძლო შესვლა, დღეს ეს ციფრი 5 000-მდე ჩამოვიდა. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები