1 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯაზ სერიები ‘თბილისი ივენთ ჰოლში’

ჩამოტვირთვა

კიდევ ერთი სიურპრიზი „ისტერნ პრომოუშენისგან“ ქართველ მსმენელებს და ჯაზის მოყვარულებს. საქართველოში მორიგი, მაშტაბური და გრანდიოზული ღონისძიება იგეგმება. თბილისი ივენთ ჰოლში 19 თებერვალს, 22 საათზე ჯაზ სერიას ჯაზ-სამყაროს ცნობილი საქსაფონისტი და კომპოზიტორი ჯოშუა რედმანი გახსნის. ღონისძიებას თი-ბი-სი სტატუსი წარმოადგენს. მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჯოშუა რედმანი მსმენელის წინაშე მუსიკალურ ტრიოსთან ერთად წარსდგება. 43 წლის საქსოფონისტი, რომლის კომპოზიციაც მსმენელისთვის კარგადაა ცნობილი თბილისში 19 თებერვალს ორ საათიან კონცერტს გამართავს, რის შემდეგადაც ვარსკვლავი თავის ტურნეს განაგრძობს. ჯაზის მოყვარულებს ბილეთების შეძენის საშუალება 10 თებერვლიდან შეეძლებათ, რომლის ფასიც 50 ლარს შეადგენს. ამ დღესთან დაკავშირებით თი-ბი-სი თავის მომხმარებელს ბილითებზე ექსკლუზიურ ფასებასაც შესთავაზებს. საქსაფონისტის ბიოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია. მუსიკალური კარიერის მანძილზე იგი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან როგორებიც არიან: დაიანა რივსი, ბიბი კინგი, სტივი ვანდერი, როლინგ სთოუნსი, მარკუს მილერი, იუეს3 და პეტ მეტენი. „ისტერნ პრომოუშენის“ მარკეტინგის დირექტორის კახა კანდელაკის განცხადებით, ჯაზ სერია აპრილამდე გაგრძელდება. ორგანიზატორების თქმით, ქართველი მსმენელი 4 თვის განმავლობაში 4 სხვადასხვა სტილის მუსიკოსს გაეცნობა. ჯაზ სერიის ფარგლებში 20 მარტს თბილისს ვოკალისტ ჯონ პიზარელის კვარტეტი, 24 აპრილს კი ფრედ ვესლი და The new JB Horns ესტუმრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები