1 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

IRI-ის კვლევის შედეგები

ჩამოტვირთვა

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა პოლიტიკური რეიტინგი გამოაქვეყნა. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს?“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 45% „ქართული ოცნება“ - 15% „ქრისტიან-დემოკატიული მოძრაობა“ - 9% სხვა პარტიები 4%-ს ინაწილებენ „ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩენები იყოს, რომელი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს მისცემდით ხმას?“ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი - 37 %, "ქართული ოცნება" - 19 %, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” - გიორგი თარგამაძე - 10 %. გამოკითხვაში მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ლიდერებს შორის 77% - ით ლიდერობს. საპალამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, გამოკითხვის შედეგად მიღებული მაჩვენებელი ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ნდობაზე მეტყველებს. კანონმდებლები აცხადებენ, რომ მთავარი არა ციფრები, არამედ მოსახლეობის პრობლემების გაცნობაა: კოალიცია „ქართული ოცნება „ IRI-ს კვლევებს არ ენდობა. როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, IRI-ი და NDI-ი ავტორიტეტული ორგანიზაციებია, თუმცა ისინი კვლევის ჩასატარებლად ქართულ კომპანიებს ქირაობენ. „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის, ნიკა ლალიაშვილის თქმით, მაღალი მაჩვენებელი, მოძრაობის აქტიური პოლიტიკით არის განპირობებული: კვლევის მიხედვით, სოციალური პროტესტის ყველაზე მისაღები ფორმა, პეტიციებისთვის ხელმოწერის შეგროვება გახდა, რომელსაც რესპოდენტთა 42% ემხრობა, დემონსტარციების გამართვა კი 57%-ისთვის მიუღებლია. კითხვაზე "რომელ ინსტიტუციებს ენდობით?" გამოკითხულთა 92%-მა ეკლესია, 90% -მა პოლიცია, ხოლო 68%-მა მთავრობა დაასახელა. გამოკითხულთა 50% ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად უმუშევრობას ასახელებს. მომდევნო ადგილებზეა დაკარგული ტეროტორიები - 20 %-ით და ეკონომიკა - 7 %-ით. შეკითხვაზე - მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას? გამოკითხულთა 79 %-მა დადებითი პასუხი გასცა. ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა GALLUP–ის მეშვეობით მარტსა და აპრილში ჩაატარა. კვლევები USAID-მა დააფინანსა. IRI-ის კვლევების მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში, ოპტიმიზმის განწყობა ერში (საზოგადოებაში) შემცირდა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, კვლევების მიხედვით, 2012 წლის მარტში, ოპტიმისტური განწყობა ქვეყანაში 83% ჰქონდა, გასული წლის ნოემბერში კი – 87 %-ს, გასული წლის მაისში – 78 %-ს, 2010 წლის ოქტომბერში – 81%-ს. ნეიტრალური განწყობა კი მიმდინარე წლის მარტში 13 %-ს ჰქონდა, თუმცა, გასული წლის ნოემბერში ასეთ განწყობაზე, 9 % იყო, გასული წლის მაისში – 17%, 2010 წლის ოქტომბერში – 16%. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ პესიმისტურ განწყობას, ასეთ განწყობაზე მიმდინარე წლის მარტშიც და გასული წლის ნოემბერშიც, 2-2 % იყო, გასული წლის მაისში კი 3 %, 2010 წლის ოქტომბერში კი მხოლდო 1 % იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები