1 8 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის ძმა: რას აკეთებთ? ძალადობრივი პროტესტი ჩემს ძმას უკან არ დააბრუნებს

 სიტყვით გამოსვლისას ჯორჯ ფლოიდის ძმამ ძალადობრივი პროტესტის წამქეზებლებს მიმართა.

 „რას აკეთებთ? ეს ჩემს ძმას არ დააბრუნებს. ჩემი ოჯახი მშვიდობის მოყვარეა. ჩვენი გზა განათლებაა და იმის ცოდნა, თუ ვის ვაძლევთ ხმას. ზუსტად ასე დავარტყამთ მათ“, - განაცხადა ტერენს ფლოიდმა.

 აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები