2 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვოკალისტი მარი ფრედრიქსონი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

61 წლის ასაკში, "როქსეტი" მარი ფრედრიქსონი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი 17 წლიანი ბრძოლა გადა  კიბოსთან. 

"მარი ფრედიქსონს მისი ქმარი და ორი შვილი ყველაზე მეტად გლოვობენ. ძალიან დიდი სევდით უნდა გაუწყოთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საყვარელი არტისტი გარდაიცვალა. ის დაკრძალული იქნება სიწყნარეში, მხოლოდ ოჯახის წევრების თანდასწრებით", - წერია ოჯახის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  მარი ფრედრიქსონი 1980 და 1990-იან წლებში, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი პოპულარული და წარმატებული ჯგუფი Roxette ჩამოაყალიბა , ის იყო პოპ მუსიკოსი რომელიც, საცეკვაო მუსიკის ელემენტებსაც უხამებდა.  . 1991 წელს დუეტი უკვე გამოდიოდა მრავალათასიან სტადიონებზე მსოფლიოს გარშემო. 1992 წლის ალბომი Tourism: Songs from Studios, Stages, Hotelrooms & Other Strange Places იქცა ნამდვილ მოვლენად შვედეთში. დღეისათვის გაყიდულია ჯგუფის ალბომის დაახლოებით 75 მილიონი ასლი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები