2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნანუკა ჟორჟოლიანი - დღეს, გლოვის დღეა და უკვე იმდენი უნდა ვიგლოვოთ, რომ ჭირისუფლების ქვეყანა გავხდით

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ახლა დაიწყება ჩუმად ლაპარაკი, ფიქრი, ხო არ ტკიოდათ, ხო არ იტანჯებოდნენ, სად არიან, როგორ გრძნობენ თავს. მერე, ცაში ყურება და ყოველი სიზმრის წინ გიჟური მოლოდინი, რომ ძილში მაინც, რამე ნიშანი მოგცეს.

დაიწყება ტანჯვა, ნეტა ექსკურსიაზე არ წასულიყვნენ, ნეტა ცუდი ამინდი ყოფილიყო.. ეს , ნეტა იქნება რომ დატანჯავს ცოცხლად დარჩენილ ოჯახის წევრებს.

ღმერთს ვთხოვ, ოჯახის წევრებს მისცეს ძალა, ტანჯვებს და ტკივილებს გაუძლონ. ამ, ფიქრებს და დარდს. მაგრამ როცა ღმერთს რაღაცეებს ვთხოვ, ვერაფრით ვიგებ, როგორ უშვებს რომ მოძალადე მამა ცოცხალია და 11 წლის ბავშვი მკვდარი. ვერ ვიგებ ასე როგორ ხდება?!

დღეს, გლოვის დღეა და უკვე იმდენი უნდა ვიგლოვოთ, რომ ჭირისუფლების ქვეყანა გავხდით. მე არ ვიცი როგორ უნდა გავიზიაროთ ეს მწუხარებები, მაგრამ იქნებ გვაკმაროს. გვაკმაროს გლოვა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები