1 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა

ჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა.  ნადირაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას მისი მოადგილე ადასტურებს თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მას ჯერჯერობით ნადირაძის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ არ მიუღია.

"რუსთავი 2" -ის  ინფორმაციით, ნადირაძის თანამდებობა მაჟორიტარ დეპუტატთან, სულხან მახათაძესთან დაპირისპირებას შეეწირა.

ნადირაძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზს რამდენიმე თვის წინ სუფრის წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებას შეეწირა, რაც ნადირაძე პროვოკაციად შეაფასა. ამ ინციდენტში მონაწილეობდა ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელმაც თანამდებობა ამ შელაპარაკების შემდეგ მალევე დატოვა და ამჟამად საქართველოშიც არ იმყოფება.

საკრებულოს სხდომაზე ნადირაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების განხილვის შემდეგ მერის თანამდებობას ნადირაძის მოადგილე შეასრულებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები