1 3 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინტერპოლის პრეზიდენტი დაიკარგა

ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი დაიკარგა, მასზე ძებნაა გამოცხადებული, – ინფორმაციას ფრანგული ტელეკომპანია BFM TV-ი ავრცელებს.

64 წლის მენ ჰუნვეის უკვე ერთი კვირაა, ვერ უკავშირდებიან. ის 29 სექტემბერს ჩინეთში გაემგზავრა.

ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მეუღლემ გაავრცელა, რომელიც საფრანგეთში, ლიონში ცხოვრობს. სწორედ ლიონში მდებარეობს ინტერპოლის შტაბბინა.

საფრანგეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები