1 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Johnson's Baby-ს პუდრა კიბოს აჩენს - 22 ქალის საჩივარი და დაკისრეული კონპენსაცია


კომპანია ჯონსონ & ჯონსონ -ს  22 დაზარალებული ქალბატონისთვის  4.7 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

დაზარალებულების მტკიცებით, ჯონსონის პროდუქციის გამოყენების შემდეგ საკვერცხეების კიბო დაემართათ. 22 ქალბატონიდან 6 საკვერცხის სიმსივნით გარდაიცვალა. 

საქმე ეხება Johnson's Baby-ს პროდუქციას, კონკრეტულად საბავშვო პუდრას. დაზარალებულების თქმით, კომპაიამ იცოდა რომ მათი პროდუქცია ტალკს (აზბესტს) შეიცავდა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებაა.

აზბესტი არის თეთრი ბოჭკოვანი მინერალი. გამოიყენება სამშენებლო ინდუსტრიაში მისი ცეცხლგამძლე და ელექტრო იზოლატორული თვისებების გამო, ასევე ქიმიურ ფილტრებში. აზბესტისაგან ამზადებენ აგურებს, შიფერს, კარდონს, ბრეზენტს, ცეხლგამძლე ქსოვილებს, სპეციალურ ტანსაცმელს.

 აშშ-ის მისურის შტატის სახელმწიფო მრჩეველმა, კომპანია თავდაპირველად  550 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა. შემდეგ კი კომპენსაციისთვის  $ 4.1 მილიონის გადახდა  დააკისრა. კომპანია J&J სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.

 ჯონსონ & ჯონსონის  წინააღმდეგ  9,000-მდე საქმეა აღძრული. 


ნათარგმნია BBC News-დან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები