1 5 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერაყში საკვებით 800 ადამიანი მოიწამლა

ერაყში, ქალაქ მოსულის მახლობლად, დევნილების ბანაკში 800 ადამიანი საკვებით მოიწამლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბანაკის მაცხოვრებლები ღებინებას და მუცლის არეში ტკივილს უჩიოდნენ.

მთლიანობაში მოწამვლის 800 შემთხვევა დაფიქსირდა, მოწამლულთაგან 200 ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ერთი ბავშვი გარდაიცვალა.

აღნიშნული ბანაკი, მოსულსა და ერბილეს შორის მდებარეობს. ბანაკში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სპეცოპერაციის შედეგად დევნილი პირები არიან ჩასახლებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები