0 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ის, რაზეც სიკვდილის წინ ხშირად ნანობენ - სტატია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო

                                                                                   ავტორი:სუზი მკრტიჩიანი

      ახალი თაობის გონიერებასა და მიზანდასახულობაზე  სხვადასხვა წრეებში აქტიურად საუბრობენ..   მათი შემყურე ბევრი თვლის, რომ ეს არის თაობა, რომელიც ყველაფერს ასწრებს, თაობა, რომელსაც დრო ეფექტურად აქვს განაწილებული ყველაფერზე (მათ შორის გართობაზე, დასვენებაზე, წიგნის კითხვასა თუ მოგზაურობაზე ) , თუმცა მაინც რჩება  “რაღაც“ , რის გაკეთებასაც სიცოცხლეში ვერ ვასწრებთ და  ამ “რაღაცაზე“   ადამიანის ქვეცნობიერი მხოლოდ მაშინ გრძნობს  სინანულს, როცა არაფრის შეცვლა აღარ არის შესაძლებელი..

     წარმოიდგინეთ ,  თუ რამდენი რამის შეცვლა გინდათ თქვენს ცხოვრებაში...და თუ თქვენ ისევე გააგრძელებთ ცხოვრებას, როგორც ახლა , მაშინ თქვენც იმ ადამიანების სიას შეუერთდებით, რომლებიც შუა ხნის ასაკში,  შვილიშვილთან გულახდილი საუბრების დროს ,  ცხოვრების ბევრ მომენტზე ინანებს, ბევრზე გული დაწყდება, თუმცა ვერ გამოასწორებს ..

  ხელს ნუ ჩაიქნევთ და მოქმედება ახლავე დაიწყეთ! ნუ ისწავლით ცხოვრებას საკუთარ შეცდომებზე.. დაე სხვისი შეცდომები იყოს თქვენთვის სამაგალითო გაკვეთილი..

    სწორედ ამიტომ, წაიკითხეთ ეს სტატია ყურადღებით და თითოეულ  პუნქტზე დაფიქრდით.. წლების შემდეგ , თქვენც არ ინანოთ იმაზე, რის შეცვლასაც ვეღარ შეძლებთ

 

1.      არასდროს  გიცდია საკუთარი თავი  უკეთესად გაგეცნო, შესაძლებლობები კი სათანადოდ დაგეფასებინა

2.      არასდროს გაგირისკავს , მიუხედავად იმისა იქნებოდა თუ არა ეს რისკი გამართლებული..

3.      არ საუბრობდი იმას, რასაც რეალურად ფიქრობდი

4.      ნერვიულობდი  ისეთ ელემენტარულზე , რაზეც დროის დაკარგვა არ ღირდა და რისი შეცვლა მაინც არ შეიძლებოდა

5.       არ უთხარი სიტყვა ‘’ მიყვარხარ“ იმ ადამიანებს, ვინც მართლა ძალიან გიყვარდა

6.       წლების მანძილზე თამაშობდი ყოფილიყავი ის, ვინც სინამდვილეში არ იყავი და საკუთარ მეს კლავდი

7.      გადაწყვეტილებებს  დამოუკიდებლად არასდროს არ იღებდი, რატომღაც გეგონა რომ ‘’სხვამ“ უკეთ იცოდა

8.      მხარს არ უჭერდი და არ აფასებდი იმ ადამიანებს, ვინც ყოველთვის გვერდით გედგა და გაფასებდა

9.      ერიდებოდი ადამიანებთან ურთიერთობას, სინამდვილეში კი მათთნ ურთიერთობას მოაქვს ბედნიერება, ენერგია , ხალისი.. მიესალმე და გაუღიმე ყველას, სანამ ცხოვრება ამის საშუალებას გაძლევს

10.  არასდროს გიფიქრია  გქონოდა დანაზოგი, უარეს შემთხვევაში  ‘’შავი დღისთვის“, თუმცა საუკეთესო შემთხვევაში  უზრუნველი სიბერისთვის

11. არ დაკავდი სექსით იმ ადამიანთან , რომელიც მართლა ძალიან გიყვარდა

12.  არ მიეცი საკუთარ  თავს შეყვარების (სიყვარულის )უფლება  

13. არ გაიკეთე ტატუირება,  მხოლოდ  იმიტომ რომ  გაითვალისწინე მეზობლის , ნათესავის, მშობლების  აზრი

14. შენი ცხოვრებიდან წასვლის უფლება მიეცი იმ  ადამიანს, რომელიც ძალიან გიყვარდა

15. დაკარგე  ბევრი დრო  ყალბ, არაფრის მომცემ ურთიერთობაზე

16. იყავი ძალიან  დაკავებული , თუმცა ეს ძალიან კარგია, მაგრამ ცუდია, იმიტომ რომ   ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება ვერ მიიღე..

17.   დიდი დრო დაუთმე სახლში ყოფნას -  სახლშიჯდომა  კარგია,  სიმყუდროვე და სიმშვიდეც, თუმცა ხმაურიან წვეულებებზე სიარულიც აუცილებელია და მასზე უარი არასდროს არ უნდა თქვა..

18. შესაძლოა ინანო ისიც, რომ საკუთარი თავისთვის დასვენების დღეები არ მოიწყვე  მარტივად -   ‘’არაფრის კეთების დღე“

19. ხელი არ სთხოვე  და  ცხოვრების მეგზურად არ დაიყენე ის ადამიანი, რომელიც მართლა გიყვარდა

20. საკუთარ შეცდომებს სხვებს აბრალებდი  და მიზეზებს საკუთარ თავში არ ეძებდი, შედეგად კი უფრო მეტ შეცდომას უშვებდი

21. მოგზაურობდი ძალიან ცოტას , მიუხედავად იმისა, რომ ამის ფინანსური შესაძლებლობა გქონდა და არც დროის ნაკლებობას განიცდიდი- დაიმახსოვრე,  ეს შენი  სამყაროა, რომლის შეცნობაც მისივე მშვენიერებიბით  თავად  შეგიძლია

22.      შესაძლოა ინანო იმაზეც , რომ მთელი ცხოვრება შემგროვებელი იყავი  და შენივე  ნაშრომით სიამოვნების მიღება ვერ შეძელი

23. რაღაცეებს აკეთებდით  მხოლოდ იმის გამო, რომ ამას ყველა აკეთებდა, ანუ მასაზე იყავი დამოკიდებული და უბრალოდ ‘’ ცხვრის ფარას“ მისდევდი

24.       ყოველთვის მცირეზე ოცნებობდი და მცირედით იყავით კმაყოფილი

25.არ მიატოვე სამსახური , სადაც სიარული არ გიყვარდა - არ გიყვარდა საქმე, რომელსაც ემსახურებოდი................

და ასე უსასრულოდ შეიძლება  დაიწეროს პუნქტები იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი არსებობს.. ბევრი იფიქრე საკუთარ თავზე და იმაზე, თუ რისი შეცვლა გინდა ცხოვრებაში.. გააკეთე ეს დღესვე, რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიანიც იყოს... 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები