0 9 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინის ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან

ჩამოტვირთვა

დნეპროპეტროვსკში აფეთქებების შედეგად დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ელჩმა უკრაინაში, გრიგოლ ქათამაძემ განუცხადა. ელჩის თქმით, აფეთქების შემდეგ საქართველოს საელჩო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ყველა სტრუქტურას; გუშინ, დღის ბოლოს კი, საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო დავალებათა სამსახურისაგან მიიღო ინფორმაცია, რომ დაშავებულთა შორის არც ერთი ქართველი არ არის. უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში გუშინ ტერაქტების სერია განხორციელდა. ქალაქში ნახევარსაათიანი ინტერვალით, სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილას ექვსი აფეთქება მოხდა. მსხვერპლის 30-მდე ადამიანი მძიმედ დაშავდა. უკრაინის პროკურატურამ აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები