1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, შესაძლოა, ქართული კომპანიების მინორიტარული პაკეტები გაიყიდოს

ჩამოტვირთვა

საქართველოს მთავრობამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მსხვილი კომპანიების აქციების განთავსების საკითხი განიხილა. პრემიერ მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ამ საკითხზე გასულ წელსაც საუბრობდა, თუმცა საფინანსო ბაზრები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ახლა კი ვითარება გაუმჯობესდა. გილაურის თქმით, ქართული მხარე, ბანკებთან, „სიტი“ და „ჯიპი-მორგანი“, კონსულტაციებს აგრძელებს. ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი გვინდაძის შეფასებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მსხვილი კომპანიების აქციათა საჯაროდ განთავსება, კერძო სექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს. მსხვილ კომპანიებს შორის მოიაზრება საქართველოს რკინიგზა, გაზის კორპორაცია და სხვა დიდი კორპორაციები. ებანოიძის თქმით, საუბარია მხოლოდ მინორიტარული პაკეტების გაყიდვაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საკონტროლო პაკეტის მფლობელი რჩება ქართული მხარე, ხოლო აქციების გარკვეული რაოდენობა უცხოელი ინვესტორის ხელში გადადის. ქართული მხარე საკონტრაქტო ბანკებთან დაწყებული მოლაპარაკებების შედეგებს საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები