1 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკის პრეზიდენტის სიყვარულს შეწირული სექს-სიმბოლო

ჩამოტვირთვა

არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, ბუნებას მშვენიერი სხეულით, ლამაზი სახითა და საოცარი მომხიბვლელობით რომ არ დაეჯილდოებინა … და რომ არ ყოფილიყო ამერიკის პრეზიდენტის და კიდევ, ამ პრეზიდენტის ძმის რჩეული. ეს ქალბატონი ამერიკის სექს-სიმბოლო, მილიონობით ქალის შურის ობიექტი და უამრავი მამაკაცის საოცნებო ზმანება მერლინ მონრო გახლავთ. მისი ნამდვილი სახელი ნორმა ჯინ ბეიკერ მორტინსონი იყო. იგი 1926 წლის 1 ივნისს ლოს-ანჯელესში დაიბადა და ძალიან ახალგაზრდა, გაურკვეველ ვიტარებაში გარდაიცვალა. გაურკვეველში იმიტომ, რომ მისი სიკვდილის არაერთ ვერსიას ასახელებდნენ. დასკვნა კი ასეთი იყო – წამლის ზედოზირება... რობერტ სლეტცერმა, რომელიც მერლინთან მეგობრობდა ოცი წელი იმუშავა საიდუმლო მასალებზე. იგი ეჭვობდა, რომ მერლინის სიკვდილში სხვისი ხელი ერია… რობერტი დეტექტივთან ერთად საგულდაგულოდ იკვლევდა ვარსკვლავის გასაიდუმლოებულ სიკვდილს. სწორედ მისი წყალობით დადგა ჭვქვეშ მონროს გარდაცვალების ოფიციალური ვერსია. ლეგენდარულ მერლინს სამი ოფიციალური ქმარი ჰყავდა და მაინც, მის სახელს ყველაზე ხშირად ამერიკის პრეზიდენტთან აკავშირებენ. როგორი იყო მერლინის ცხოვრება მეუღლეებთან ან მათ გარეშე? იყო მწუხარებაც, გაურკვევლობაც, სიხარულიც, წარმატებაც და ბედნიერებაც… მას შემდეგ კი, რაც ჯონ ფიცჯერალდ კენედი გაიცნო, ოცნებობდა, პირველი ლედი გამხდარიყო და სწორედ ამ ოცნებამ შეიწირა… როცა მერლინის ცხოვრებაში პრეზიდენტი გამოჩნდა, ქალს იგი მართლაც ძალიან შეუყვარდა. მის გვერდით აღარაფერი ახსოვდა, არც კენედი აკლებდა თურმე სიყვარულსა და ყურადღებას, მაგრამ მათი ურთიერთობა უცებ დასრულდა. აგორებულ ჭორებს, ოჯახის დანგრევით შექმნილ პრობლემებსა და პოლიტიკური კარიერის დაღმასვლას პრეზიდენტი ვერ შეეგუებოდა. არადა, ქალს უკვე ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ კენედი ცოლს გაშორდებოდა და პირველი ლედობაც ეღირსებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. დეპრესიაში ჩავარდნილმა მერლინმა გადაწყვიტა ყოფილი საყვარლის ერთ-ერთი ძმა, რობერტი მაინც ჩაეგდო ხელში. ეს მის ოცნებებს ნაწილობრივ მაინც შეასხამდა ფრთებს და რაც მთავარია, ჯონზეც შურს იძიებდა, რომელმაც კარიერის გამო ასე უცებ შეაქცია ზურგი ჰოლივუდის ყველაზე ლამაზსა და სექსუალურ ქალს, ძმებ კენედებთან ურთიერთობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა. 20-წლიანი კვლევა-ძიების შემდეგ ბევრ ფაქტს აეხადა ფარდა. როცა რობერტმაც შეანელა ყურადღება მონროს მიმართ, ქალმა დაშანტაჟება დაუწყო, იმუქრებოდა, რომ არა მარტო რობერტს, რომელიც მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო, არამედ პრეზიდენტსაც ამხელდა და მსოფლიოს გააგებინებდა, რომ იგი ორივე ძმის საყვარელი იყო. იმ პერიოდში ძმები კარიერის ზენიტში იყვნენ, სკანდალი არ აწყობდათ და ტრაგედიაც საკმაოდ ბუნებრივად მოხდა: ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიჩვეული მერლინი 1962 წლის 5 აგვისტოს, დილით, პოლიციამ კალიფორნიის მდიდრულ ვილაში მკვდარი იპოვა. ბევრს მიაჩნდა, რომ ეს მერლინის ბოჰემური ცხოვრების სრულიად ლოგიკური დასასრული იყო. მას ხომ მოახლოვებულ სიბერეზე ფიქრი გამუდმებით თან სდევდა. გარდა ამისა, მიუხედავად პოპულარობისა, მონროს მუდმივად დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ჰქონდა, სიყვარულშიც არ უმართლებდა. შვილებზე ოცნებობდა, მაგრამ არჩევანი მაინც კარიერაზე გააკეთა. ხალხს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ეს ყველაფერი მისი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი იყო, თუმცა წლების შემდეგ გამოძიების კვალმა დეტექტივები ძმებ კენედებთან მიიყვანა... იმ სიყვარულმა, რომელიც მერლინ მონროსათის ყველაზე ბედნიერი იყო ტრაგიკული დასასრული მოუტანა და მისი სიცოცხლე შეიწირა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები