1 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სუპერმოდელი ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი

ჩამოტვირთვა

37 წლის სუპერმოდელი სიმონა ფეროუ, რომელიც თავისი ჰოლივუდური აპარტამენტიდან დაახლოებით ერთი თვის წინ გაიქცა, ავსტრალიაში დააკავეს. ამის შესახებ ABC News იუწყება. მაღალანაზღაურებადი მოდელი ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი. როგორც ცნობილია, ის მსოფლიო მასშტაბით მეტამფიტამინის გასაღების ქსელში იყო ჩართული და მას ფედექსით ან ფოსტით აგზავნიდა. მოდელი გასულ კვირას ქვინსლენდში დააკავეს და მისი ექსტრადირება სიდნეიში მოხდა. ის საკუთარ ბრალეულობას უარყოფს და აცხადებს, რომ სახლიდან იმის გამო გაიქცა, რომ მის მოკვლას აპირებდნენ. ამის მიზეზად კი საკმაოდ გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობას ასახელებს. მსგავსი ბრალდებით ფეროუ 2009 წელსაც დააკავეს. ჰოლივუდში მისი ბინის ჩხრეკისას მაშინ ნარკოტიკი და საეჭვო დოკუმენტაცია აღმოაჩინეს. უცნობია, დაუმტკიცდება თუ არა ამჯერად დანაშაული მოდელს, პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები