1 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი დედამისის შვილობილზე თხოვდება

ჩამოტვირთვა

უიტნი ჰიუსტონის 19 წლის ქალიშვილი ბობი-კრისტინა ბრაუნი დაინიშნა -ამ ინფორმაციას უცხოური ინტერნეტსაიტები ავრცელებენ. კრისტინას რჩეული დედამისის შვილობილი - 22 წლის ნიკ გორდონია. ოჯახის მეგობრის ინფორმაციით, ნიკმა დაქორწინება 10 მარტს შესთავაზა კრისტინას და მისგან თანხმობაც მიიღო. პაპარაცებმა გოგონას თითზე კი ნიშნობის ბეჭედიც დააფიქსირეს. ნიკ გორდონზე მეურვეობა მომღერალმა მაშინ აიღო თავის თავზე, როცა ბიჭი 12 წლის იყო. იქედან მოყოლებული, ნიკი და კრისტინა თითქმის ერთად გაიზარდნენ. უიტნი ჰიუსტონის დედა - კისი, ახალგაზრდების ურთიერთობის წინააღმდეგია და ამბობს, რომ გორდონი ქორწინებიდან გამორჩენას ელოდება და მას მხოლოდ უიტნის მემკვიდრეობა აინტერესებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები