1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კიდევ ერთი ტიბეტელი ბერი დაიღუპა

ჩამოტვირთვა

ჩინეთში კიდევ ერთმა ტიბეტელმა ბერმა მიმართა თვითდაწვის საპროტესტო მეთოდს. პარალელურად, ჩინეთის ხელისუფლება ტიბეტში ანტი-სამთავრობო გამოსვლებს ძალადობრივი მეთოდებით ახშობს. თვითდაწვის ფაქტი კვირას ზამტანგის მონასტერში მოხდა. ინდოეთში დევნილი ტიბეტელების მონაცემებით მსხვერპლი ახალგაზრდა, 18 წლის ბერია, რომელიც საკუთარი ბუდისტური მონასტრის წინააღმდეგ მიმართულ კანონმდებლობას ებრძოდა. კვირას საღამოს მის დაკრძალვას ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო, რომელთაც სურდათ დაღუპულისთვის პატივი მანამ მიეგოთ, სანამ გვამს ხელისუფლების წარმომადგენლები წაიღებდნენ. ბოლო ერთი წლის მანძილზე ეს თვითდაწვის უკვე მე-20 შემთხვევაა. ტიბეტელები საკუთარი სარწმუნოების და კულტურის შევიწროებას აპროტესტებენ. ტიბეტის ოფიციალური პირები სულიერ ლიდერებთან ერთად ბერებს თვითდაწვის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ჩინეთის პოლიცია კი ამ ფაქტებს ტერორისტული აქტების ერთ-ერთი სახის კვალიფიკაციას აძლევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები