1 5 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ისრაელი ირანს ემუქრება

ჩამოტვირთვა

ისრაელი ირანს შურისძიებით ემუქრება. განცხადება ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა გააკეთა. ბარაკმა გუშინ ტაილანდის დედაქალაქში მომხდარი აფეთქებები დაგმო და მომხდარში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა. მისი თქმით, ზუსტად იციან ვინ მოაწყო ტერაქტი ბანგკოკში და ვინ გაგზავნა იქ ტერორისტები. მისივე განცხადებით, ისრაელი აუცილებლად იძიებს შურს ამის გამო. ბანკოკში გუშინ 3 აფეთქება მოხდა, რომელთა სამიზნეები ტაილანდში ისრაელის დიასპორის წარმომადგენლები იყვნენ. შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს საქართველოში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის პირად მანქანაში და იმავე დღეს ტერორისტული აქტი განხორციელდა ინდოეთში, ისრაელის საელჩოსთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები