1 5 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არეულობა სირიაში

ჩამოტვირთვა

არეულობა გრძელდება სირიაში. სააგენტო "როიტერი" ქალაქ ჰომსში სამოყვარულო კამერით გადაღებულ კადრებს ავრცელებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ქალაქში ამ დრომდე აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმის. დღესვე ცნობილი ხდება, რომ ქვეყანაში დამკვირვებელთა მისია ბრუნდება. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნისა და არაბთა ლიგის საბჭოს თავმჯდომარის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი. მისია ამჯერად, შესაძლოა, ერთობლივი ძალებით იყოს ორგანიზებული. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო უკვე სწავლობს სირიის არმიის შესაძლებლობებს იმ შემთხვევისთვის, თუკი ქვეყანაში სამხედრო ოპერაციის დაწყება გახდება აუცილებელი. ბაშარ ასადის რეჟიმზე ზეწოლისთვის ახალ დიპლომატიურ ინიციატივებს ამზადებს თურქეთის ხელისუფლება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთი მზადაა უმასპინძლოს ნებისმიერ კონფერენციას, რომლის მიზანიც სირიელი ხალხისთვის მხარდაჭერის გამოცხადება იქნება. ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება ირანშიც. თეირანში ამბობენ, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერას გააგრძელებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები