1 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არეულობა სირიაში

ჩამოტვირთვა

სირიაში არეულობაა. ქალაქ ჰომსში სისხლიანი შეტაკებები გრძელდება. ოპოზიციის აქტივისტებზე თავდასხმები დაიწყო. არიან დაღუპულებიც. სისხლიანი რეჟიმის მხარდამჭერი რუსეთის მიმართ მსოფლიოში აგრესიას ვეღარ მალავენ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის დიპლომატიურ მისიებთან აქციები იმართება. სირიელებმა ლიბიაში რუსეთის საელჩო დაიკავეს. 200-მდე პირი ტრიპოლიში მდებარე შენობაში შეიჭრა და სირიის ოპოზიციის დროშა აღმართა. საერთაშორისო საზოგადოება არეულობის შედეგებზე პასუხისმგებლობას რუსეთსა და ჩინეთს აკისრებს. ვეტოს გამო კრემლი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკრიტიკა. ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებმა გაერო-ს უშიშროების საბჭო კარიკატურად აქციეს. ისტორიული რეზოლუცია, რომელიც მხოლოდ იმიტომ ჩავრადა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ერები, რომლებიც ვეტოს უფლებას ბოროტად იყენებენ, – ასე შეფასდა რუსეთისა და ჩინეთის გადაწყვეტილება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები