1 5 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანტისამთავრობო და ხელისუფლების მხარდამჭერი მიტინგები მიმდინარეობს

ჩამოტვირთვა

მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების საწინააღმდეგო და მხარდამჭერი მიტინგები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მოსკოვის ცენტრში, ბალოტნაიას მოედანზე ანტისამთავრობო მიტინგის მონაწილეები იკრიბებიან. ისინი აქციაზე თეთრი ბუშტებით, დროშებითა და პლაკატებით მიდიან. მოედანზე მოწყობილია სცენა, რომელზეც მომიტინგეები გამოვლენ. ლუჟკოვის ხიდზე მიმოსვლა შეწყვეტილია და აქციაში მონაწილეობის მიღების მსურველებს ბალოტნაიას მოედანზე მისასვლელად სხვა გზების ძებნა უწევთ. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ბალოტნაიას მოედანზე 50 ათასი ადამიანი შეიკრიბება. დღესვე მოეწყობა სანქცირებული მსვლელობა კალუჟის მოედნიდან იაკიმანკამდე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი კუდრინი. ოპოზიციის აქციის პარალალურად, მიმდინარეობს პუტინის ხელისუფლების მხარდამჭერთა გამოსვლა პაკლონნაია გარაზე. მიტინგი ისტორიკოსთა კლუბის "დროის არსი" ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა სერგეი კურგინიანმა გახსნა. სამართალდამცველების მონაცემებით, მიტინგში, რომელიც "ნარინჯისფერი მოძრაობის" შეჩერების მოწოდებით იმართება, 87-დან 90 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. "ჩვენ ვეუბნებით "არას" რუსეთის დესტრუქციას, ქედმაღლობას. ვეუბნებით "არას" ამერიკის საელჩოს, გავიტანოთ ნარინჯისფერი ნაგავი" – განაცხადა კურგინიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები