1 5 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში - მოლოდინები და ექსპერტთა შეფასებები

ჩამოტვირთვა

ამერიკის შეერთებული შტატების სხელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, რამდენიმე კვირაში საქართველოს ეწვევა, რაც პარტნიორ ქვეყნებს შორის ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობის ფორმაა. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ღრმავდება ყველა სფეროში, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და რომ საქართველოს მიმართ ამერიკის ინტერესი დიდია. ინსტიტუციონალური რევოლუცია, კორუფციის დამარცხება და ქვეყნის მართვა დემოკრატიული პრინციპებით – ეს ის მთავარი ფაქტორებია, რომლებმაც საქართველო ნატოსკენ მიმავალ გზაზე დააყენა. ის, რასაც, რამდენიმე წლის წინ, სკეპტიკოსები უტოპიას უწოდებდნენ, დღეს უკვე ხორცშესხმული რეალობაა. დღეს ამაზე არამხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხმამაღლა საუბრობენ. ჰილარი კლინტონი –აშშ–ს სახელმწიფო მდივანი "სასიამოვნოა მივესალმოთ პრეზიდენტს აქ, სახელმწიფო დეპარტამენტში. მას ჰქონდა რამდენიმე შესანიშნავი შეხვედრა და კონსულტაციები, რომელიც პრეზიდენტ ობამასთან ოვალურ კაბინეტში ყოვლისმომცველი შეხვედრით დაიწყო. საქართველო ჩვენთვის ღირებული პარტნიორია. ქართველი ჯარისკაცები აქტიურად მონაწილეობენ ავღანეთში და დიდ სიმამაცესაც იჩენენ. ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს, რომ განვსაზღვროთ გზა ვაჭრობისა და ინვესტიციების წინსვლის კუთხით" საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძლიერი მხარადაჭერა – ეს ის კონკრეტული დაპირებაა, რომელზეც ამერიკის მეორე პირმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილი დღეს უკვე აცხადებს, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ურთიერთთანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან, მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე საქართველო მზად იქნებოდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისთვის და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად. გრანდიოზული დიპლომატიური შედეგი – ასე აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს, მათ შორის კი ჰილარი კლინტონთან შეხვედრას. ის, რომ საქართველო ამერიკისთვის ღირებული პარტნიორია – ეს ჰილარი კლინტონმა უკვე დაადასტურა, საქართველო კი ყოველდღიურად კიდევ უფრო დიდ ნაბიჯებს დგამს ორმხრივ ურთიერთობათა გასაღრმავებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები