1 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ ემალება ჯონი დეპი გადასახადებს

ჩამოტვირთვა

კინოვარსკვლავ ჯონი დეპს საგადასახადო ინსპექტორები ამაოდ დასდევენ, მსახიობი ყველა ღონეს ხმარობს, რომ გადასახადები არ გადაიხადოს და თანაც ისე რომ მისი საქციელი კანონის ფარგლებს არ გასცდეს. მოგეხსენებათ ჯონის მუდმივი საცხოვრებელი საფრანგეთშია, რაც გარკვეულწილად მისი ფრანგი მეუღლის დამსახურებაა, გადაღებები და მისი კარიერის თანმდევი ღონისძიებები კი დეპს ძირითადად ამერიკაში აქვს. აღნიშნულ სიტუაციას ჯონი თავის სასარგებლოდ იყენებს და საფრანგეთში 6 თვეზე მეტ დროს არ ატარებს, რადგან ფრანგული კანონმდებლობის მიხედვით იმ შემთხვევასი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე საფრანგეთის ტერიტორიაზე წელიწადში 6 თვეზე მეტ ხანს დაჰყოფს, მას საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრება. “ თუ საფრანგეთის ტერიტორიაზე 183 დღეზე მეტხანს გავჩერდები მაშინ საშემოსავლო გადასახადის გადახდა მომიწევს, ამიტომ ვაკონტროლებ დროს და საფრანგეთს ჩემს ფულს არ ვაძლევ. ფრანგებს ჩემი ფულის გამო სურთ სურთ, რომ საფრანგეთის მუდმივი მოქალაქის სტატუსი მივიღო, მაგრამ ეს სტატუსი ყველაფერს სეცვლის, მე კი მზად არ ვარ უარი ვტქვა ამერიკის მოქალაქეობაზე“ -განაცხადა ჯონიმ გაზეთ სანისთვის მიცემულ ინტერვიუში მართალია ჯონი ამტკიცებს რომ მისი საქციელი კანონის ნორმებს არ ცდება, მაგრამ ფაქტია, ფრანგი საგადასახადო ინსპექტორები მსახიობის გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ და ყოველწლიურად ითვლიან თუ რამდენი დღე გაატარა დეპმა საფრანგეთში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები