1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ალა ჯიოევას სარჩელის განხილვის ვადა დღეს გამოცხადდება

ჩამოტვირთვა

ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ დე-ფაქტო პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალა ჯიოევას საკასაციო სარჩელის განხილვის ვადა დღეს უნდა დაადგინოს. ჯიოევა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის თანახმადაც, დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა ადგილობრივებს მიმართა თხოვნით, სიტუაცია არ დაძაბონ. ალა ჯიოევამ კი, მთავრობის სახლთან შეკრებილ მომხრეებს შენობის შტურმისგან თავის შეკავება და დროებით დაშლა ურჩია. ჯიოევას მომხრეთა აქცია ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე გუშინ, 14.00 საათზე დაიწყო და გვიანობამდე გაგრძელდა. აქციის მიმდინარეობის დროს ისმოდა სროლის ხმაც. ცხინვალის დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა, ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. თუმცა, დე-ფაქტო სასამართლომ ჯიოევას კონკურენტის, ანატოლი ბიბილოვის სარჩელის საფუძველზე არჩევნების შედეგები ბათილად ცნო და ჯიოევას არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები