1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა

ჩამოტვირთვა

რუსეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი "ედინაია რასიამ" 2012 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პარტიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დუმის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა "ედინაია რასიას" დღევანდელი ყრილობის შემდეგ განაცხადა, რომ პუტინი "ედინაია რასიასა" და "რუსეთის სახალხო ფრონტის" ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება. მისი თქმით, ყრილობის დაწყებამდე პარტიის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც ვლადიმერ პუტინის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ვლადიმერ პუტინმა შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა და აღნიშნა, რომ "ედინაია რასიას" ამ შეთავაზებას მადლიერებით იღებს. რუსეთის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დღეს დაიწყო. საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 4 მარტს ჩატარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები