1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთაზე შუშის ხიდი ააგეს

ჩამოტვირთვა

მათთვის, ვისაც მძაფრი შეგრძნებები უყვარს და გულიც ძლიერი აქვს, ჩინეთში ახალი გასართობი გამოიგონეს. ზღვის დონიდან 4700 მეტრის სიმაღლეზე დაგებული შუშის ბილიკი, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მთას მიუყვება, სიგანეში 1.5 მეტრამდეა, სიგრძე კი 60 მეტრი აქვს. მას "ცის ბილიკს" უწოდებენ. "ცის ბილიკზე" სეირნობა ყველა ადამიანს გულს უჩქარებს და დაუვიწყარ შეგრძნებას ჩუქნის. ტურისტებმა ბილიკზე ფეხსაცმლის გარეშე უნდა გაიარონ, რათა შუშა არ დაზიანდეს. ტაიმანის ”მთის ბილიკით” ჩინელებმა ერთგვარი კონკურეცია გაუწიეს ესპანეთში არსებულ ანალოგიურად საშიშ გზას, რომელსაც "მეფეთა ბილიკს" უწოდებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები