1 9 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ევრაზიის კავშირი საქართველოს გარეშე ღარიბი იქნება“

ჩამოტვირთვა

„ევრაზიის კავშირი საქართველოს გარეშე ღარიბი იქნება,“ - განაცხადა ცნობილმა რუსმა რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა, ასტანაში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, ევრაზიელობა არა მხოლოდ კონტინენტურ, არამედ ცივილიზაციურ ხასიათსაც ატარებს. ევრაზიის კავშირის შექმნის იდეა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა გაზეთ "იზვესტიაში" სტატია გამოაქვეყნა, სათაურით - "ახალი საინტეგრაციო პროექტი ევრაზიისთვის - მომავალი, რომელიც დღეს იბადება". რუსი პრემიერის პროექტს დასავლეთში უკვე უწოდეს საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა. ასტანაში ევროპული და აზიური მედიასაშუალებების მე-6 ფორუმი მიმდინარეობს. მასში დსთ-ის გარდა, საქართველოსა და ბალტიის ქვეყნების მედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები