1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯეიმს ბონდის საათი 200 000 დოლარად გაიყიდა

ჩამოტვირთვა

ჯეიმს ბონდის საათი, რომელიც 1973 წლის ფილმში Live and Let Die იყო გამოყენებული, ჟენევაში, Christie's აუქციონზე 200 000 დოლარად გაიყიდა. მას ბრიტანელი მსახიობი როჯერ მური ატარებდა. აუქციონის დაწყებამდე, Rolex-ის ფირმის საათი 200-400 ათას შვეიცარულ ფრანკად (220-440 ათასი აშშ დოლარი) შეაფასეს, თუმცა არავინ ისურვა საათში ამხელა თანხის გადახდა. საბოლოოდ, ის 200 000 დოლარად ანონიმურმა პირმა შეიძინა. საათს Submariner ჰქვია და მას პორტატული ნავიგაცია აქვს ჩამონტაჟებული, რომელიც ჯეიმს ბონდს ზვიგენებისგან დახსნაში დაეხმარა. გარდა ამისა, აგენტ 007-ის საათს ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მაგნიტური გენერატორიც ჰქონდა, რაც ბონდს ტყვიების აცდენასა და მოწონებული ქალის გაშიშვლებაში "ეხმარებოდა".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები