2 2 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯანდაცვისთვის 100 მილიონით ნაკლები გამოყვეს, ვიდრე 2020-ში – შოთა დიღმელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, შოთა დიღმელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“2021 წლის ბიუჯეტი ნახეთ? 

ეკონომიის ნაცვლად ახალ ვალს იღებენ, რომ ძველის ნაწილი დაფარონ და 60 მილიონით ხელფასები მოიმატონ, ამ დროს კი ჯანდაცვისთვის 100 მილიონით ნაკლები გამოყვეს, ვიდრე 2020ში დახარჯეს.

ტიპებმა კორონასთან ერთად მათივე მისმენეჯმენტით შავ დღეში ჩაყრილ ადამიანებს დახმარებად სულ 310 მილიონი გამოუყვეს და ამ დროს საკუთარ თავზე, ანუ ადმინისტრაციულ ნაწილზე 221 მილიონით მეტს, ჯამში 3.3 მილიარდს ხარჯავენ. 

მათ შორის 60 მილიონით პირდაპირ შრომის ანაზღაურება გაიზარდეს. ეს ყველაფერი გააკეთეს არა შემოსავლით, რომელიც თავის მხრივ არარეალისტურადაა დაგეგმილი (1.4 მილიარდით მეტ გადასახადებს ავკრეფთო), არამედ ჩვენი სახელით აღებული ვალით, რომელმაც კრიტიკულ ზღვარს, ეკონომიკის 60%-ს გადააჭარბა და ქვეყანა პირდაპირ დეფოლტის საფრთხის წინაშე დააყენა, საიდანაც ევროკავშირის წევრი საბერძნეთივით არავინ ამოგვათრევს. 

ნამდვილად უბადლო კრიზისმენეჯმენეჯერი გვყავს, თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ.”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები