0 4 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ერგნეთის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, ამის სესახებ სუსი ოფიციალურ განცხადებას აკეთებს:

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”.

ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები