1 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“შვილის თვალთვალის ვიდეო ვნახე, “პაატას თავივით” ყუთით გამომიგზავნეს…” – ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემს შიშებზე უნდა დავწერო.

მშიშარა არ ვარ, ბევრმა იცის, ალბათ. უფრო მეტი, ალბათ, მიხვდა. მაინცდამაინც, არც არასდროს ვყოფილვარ, პრინციპში. უბრალოდ, სადღაც 2015დან, რაც სიკვდილის შიში დავძლიე, საერთოდ დამავიწყდა, შიში რას ნიშნავს.

ჩემი შვილის თვალთავლის ვიდეო რაც ვნახე, “პაატას თავივით” ყუთით რომ გამომიგზავნეს, შიში დაბრუნდა. შიში არა საკუთარი თავის გამო, არამედ მათ გამო, ვინც საკუთარ თავს მირჩევნია და ვისი დაცვის ყველაზე დიდი ვალდებულება მაქვს ამ ქვეყნად. ვისი გაუმართლებელი რისკის ქვეშ დატოვება არაფერში არ წერია, რაც ჩემს ფასეულობების სისტემას ქმნის და ვერც საღი აზრის ტესტს უმკლავდება.

ფორმალურად, ლეგიტიმურია თუ არა ეს მასალები, მეასეხარისხოვანია, – ტყუილად, უფრო მეტიც, აფიშირებულად ტყუილად უთვალთვალებდნენ ჩემს პატარებს. მათ შორის, სასურველი ფაქტის დადგენის შემდეგაც. კიდევ მეტი, აფიშირებულად გამაგებინეს, რომ აკონტროლებდნენ მათ გადაადგილებას (ეს უკვე მეორედ გამაგებინეს. პირველად, შანტაჟის დროს, რ2ში რომ ვიყავი).

არა და:

ded1 ერთი შეკითხვა და ერთი პასუხიც საკმარისი იყო – არც კი დასმულა;

ded1 ეს მანქანა ჩემს საცხოვრებელ ეზოში იყო მუდმივად დაპარკინგებული და ერთი ჩაჯდომა, ჰა – სამი, და ამდენივე გადმოჯდომა სრულიად საკმრისი იყო იგივე სედეგის მისაღწევად. მაგრამ არა – სწორედ მარშრუტების და გადაადგილებების შემაშინებელი, და, ბოდიში და, ცოლის საჯდომზე კადრების “გაკრუპნებების” დამცინავი ვიდეოები იყო საჭირო;

ded1 არც ერთხელ არ მიცდია ამ მანქანის ჩემი ოჯახის მიერ ფლობის ან დამალვა, ან მანქანის გადამალვა, ან დაბრუნება და კვალის სრულიდ წაშლა. კადრები რუსთავიდან წამოსვლის კარგა ხნის შემდეგაა დაბრუნებული, ხოლო მანქანა დავაბრუნე მას შემდეგ, რაც კონტრაქტის პირობები ვერ დავიცავი და მივხვდი, რომ ვერ გამოვისყიდიდი.

ded1 ვიდეო ჯარიმები, რაც იგივეს ადასტურებს და არის კიდევაც საქმეში.

მაგრამ არა – უნდა მენახა, როგორ აგროვებენ დოსიეს ჩემი შვილების გადაადგილებაზე და მარშრუტებზე. ამიტომ, “ლეგიტიმურობა” (თუ ქართულ სასამართლოს საერთოდ დარჩა უნარი ამგვარი რამ შესძინოს ნებისმიერ ნაბეჭდ ტექსტს) და მათი ჩემთვის გამოგზავნა, პირიქით, განსაკუთრებულ ცინიზმს სძენს ამ ყველაფერს.

შვილების უსაფრთხოების შიშის თანმხლებად, ცხოვრებაში პირველად, გამიჩნდა შიში, არ დავიწყო ფიქრი იმაზე, რომ ვავნო სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მაგალითად, პროკურორ ზვიად გუბელაძის, ვინც ამ კაციჭამიობის შესასრულებლად გაისარჯა და სასამართლოში სისტემატურად შექონდა თვალთვალის არა მარტო დაწყების, არამედ გაგრძელების პერვერსიული მოთხოვნები. მაგალითად, მოსამართლეების გიორგი კერატიშვილის და ეკატერინე კულულაშვილის, ვინც ყოველგვარი შეკითხვების და რევიზიის გარეშე, ჩემს მცირეწლოვან შვილებს სისტემატურად უშვებდნენ ინკვიზიციაში.

აი, ივანიშვილის განადგურების სურვილი კი, არც ახლა გამჩენია, მისი არც მეშინია და არც მრცხვენია. პირიქით, ვამაყობ, ჩემი სამშობოლოს მთავარი მტერი რომ ასე უკანმოუხედავად და უაპელაციოდ მძულს. არც დავღლილვარ და არც დავიღლები მისი განადგურების საქმეში და, არც თავმდაბლობას ვაპირებ – 3 ადამიანიც არ ვიცი ქვეყანაში, ამ საქმეში ჩემზე მეტი გაეკეთებინოს ან შეეძლოს, გააკეთოს. 3 ადამიანიც არ ვიცი ქვეყანაში, ამ წლების განმავლობაში, ჩემსავით შეძლებოდა მისი არაერთგზის დამარცხება შიშველი ხელებით, მხურვალე გულით, მართალი სიტყვით და, ხშირად მცდარი, მგრამ გულწრფელი ქცევებით. ხო, და თან ცალი ფეხით მუდმივად ციხეში.

მაგრამ ამ წყეულმა “ივანიშვილიის განადგურებამ”, ამასობაში, პირველად დაიწყო ფიზიკური განადგურების კონტურების შეძენა. შანტაჟის დროსაც არ ვყოფილვარ ამ კონდიციასთან ახლოსაც კი. ამ შეგრძნების მეშინია თუ არა, არ ვიცი, ჯერ ვერ ვაცნობიერებ, მაგრამ დანამდვილებით მრცხვენია მისი, მიჭირს საკუთარი თავისთვის მისი პატიება და ძალიან მაკნინებს საკუთარ თვალში იმის გააზრება, რომ ამგვარი რამის დაშვებას ეგრევე არ ბლოკავს ჩემი მორალი. ამ მხრივ, ვერც ვერაფერს ვცვლი და ვხვდები, რომ დიდი ალბათობით, ამას ვერც ვერასდროს მოვერევი. და მართლა მეშინია, რომ არასდროს გადამივლის და ცხოვრების მთავარ მიზნად მექცა, ამ მანიაკი კაციჭამიას ღრმა სიბერეშიც ამოვხადო სული.

მხოლოდ ერთი რამე ვიცი დაზუსტებით – ივანიშვილის შვილებზე ჩემი ეს საზარელი (ჩემთვისვე) შეგრძნებები არასდროს გავრცელდება. არასდროს. ეს სრულიად გამორიცხულია და ამას ინტელექტუალურად კი არ ვასკვნი მხოლოდ, ემოციურადაც უზუსტესად ვგრძნობ. მეტსაც გეტყვით, საჭირო რომ გახდეს (არ გახდება, ცხადია), მაგალითად, იმ უსაყვარლესი თეთრი პატარა ბიჭისთვის ნასროლ ტყვიას გადავეფარო, უყოყმანოდ ეგრე ვიზამ. ვიზამ ისე, რომ წამის მეათედი ფიქრიც არ დამჭირდება, ინსტინქტის დონეზე. არც კი გამახსენდება, ვისი შვილია. რომც გამახსენდეს – არაფერი შეიცვლება.

რომ დავაჯამოთ: ჩემი ოჯახი რომ მუდმივი ეზისტენცალური რისკის ქვეშაა ივანიშვილის მხრიდან, ისე, როგორც ალბათ არც ერთი ოჯახი ამ ქვეყანაში, ეს ისედაც სულ ვიცი. ეს არა ერთადერთი, მაგრამ, უმთავრესი მიზეზი ნამდვილდ იყო მათი ამერიკაში დროებით წასვლის. რაღაც ეტაპზე, ეს შეუძლებელი გახდა (ვერც ემოციურად გავქაჩეთ და ვეღარც ფინანსურად) და ისევ დაბრუნდნენ. სულ ვიცითქო, კი ვამბობ, მაგრამ გუშინ კაფანდარა ქექე რომ დავინახე ვიდეოზე, ეს შიში პირველად მატერიალიზდა ასე ცხადად. და უარესი – ზუსტად მივხვდი, რაც გზავნილიც იყო ეს “პაატას თავი” (მე ჯერ ივანისვილის გზავნილის გაგება არასდროს შემშლია) – ეს არ არის შენი შიშების მატერიალიზაციის დასასრული, უარესს ელოდე, – აი, ეს მითხრეს. უკვე მეორედ და უკვე უფრო ცხადად.

დიახ, “უარესს ელოდე”, – მითხრა ივანიშვილმა ჩემს ბავშვებზე. ვიზეც და რაზეც არ უნდა ეთქვა (და უთქვამს), მხოლოდ ანალიტიკურ მასალად გამოვიყენებდი მა გზავნილს, დასკვნის გასაკეთებლად, რითი შევაშინე ამჯერად და როგორ შევაშინო კიდევ უფრო მეტად. ახლა კი ასე ვერ და არ მოვიქცევი. ჩემი შვილები უნდა დავიცვა, დავიცვა, როგორც მამამ, ადამიანმა და მათ წინაშე ყველაზე უფრო ვალდებულმა, ეს გავაკეთო. უფრო ზუსტად კი, ჩემი შვილები უნდა გადავარჩინო. ამ ქვეყანაში კი ეს შესაძლებელი ნამდვილდ არ არის.

უდიდესი ბოდიში, აი, ყველაზე დიდი, რაც შემიძლია, რომ მოვიხდო. მაგრამ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები: ვერც იმ საზოგადეობის იმედი მექნება, ვისაც ჩემი შვილების უსაფრთხოების დარდი კი არა, ივანიშვილის წინააღმდეგ საკუთარი სამშობლოს ღირსების და დამოუიდებლობისთვის ბრძოლაში ვერ გამოიყურება, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელოდ. მაპატიეთ, არაფრით არ გჯობივართ, მეც ერთერთი თქვენთაგანი ვარ. უბრალოდ, ახლა მამა ლაპარაკობს საკუტარ შვილებზე.

ps როგორ, სად და რანაირად, მოგვიანებით დავწერ. მანამდე, ძალიან გთხოვთ, ნუ შემაწუხებთ შეკითხვებით. თანაც, არც პასუხები მაქვს ამ ეტაპზე და არც ლაპარაკის თავი. მაპატიეთ."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები