1 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაშველებმა ზღვაში დაკარგული 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

სამდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ქობულეთში, ზღვაში დაკარგული 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში 45 მაშველი და მყვინთავი, ასევე სპეციალური ტექნიკაც იყო ჩართული. 

სამძებრო ოპერაცია სამი დღის განმავლობაში, თითქმის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მოზარდი, რომელიც ზღვაში იმ დროს შევიდა, როცა საშტორმომდგომარეობა იყო გამოცხადებული, ქობულეთის სანაპიროზე ოჯახის წევრებთან ერთად, დასასვენებლად იმყოფებოდა.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები