1 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საავადმყოფოში - "ჯეო ჰოსპიტალსში" ჩატარდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატები კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

ცნობისთვის, კვირას, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

ფოტო, რომელიც ნიუსს ახლავს, სოციალურ ქსელში ვრცელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები