0 1 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასამართლო დაკავებული არასრულწლოვნის საქმეზე მსჯელობს

ჩამოტვირთვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხადარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დაიწყო. პროკურატურა წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. როგორც ცნობილია, ბრალი დაუსწრებლად იმ პირსაც წარუდგინეს, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

დაკავებული არასრულწლოვანი კი, დუმილის უფლებას იყენებს.

სამართალდამცველებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს შორის ერთ-ერთი ორი მოსწავლის მშობელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ მომხდარ დანაშაულზე გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე. 

საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები