0 1 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმში, მე-11 კლასის მოსწავლემ 70 წლამდე მასწავლებელი სექსუალური შევიწროების მცდელობაში დაადანაშაულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის აღძრული, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.

მე-11 კლასის მოსწავლემ 70 წლამდე მათემატიკის მასწავლებელი რამდენიმე დღის წინ სექსუალური შევიწროების მცდელობაში დაადანაშაულა და მანდატურს მიმართა. დღეს სკოლაში არც მასწავლებელი იმყოფება და არც მოსწავლე.

სკოლის სასწავლო ნაწილის თქმით, მასწავლებელი მოსწავლეს მათემატიკაში კერძოდ ამზადებდა.

„სექსუალური შევიწროების ფაქტს ვერ დაგიდასტურებთ, ამის შესახებ არც მოსწავლეს უთქვამს, არც მასწავლებელს და არც მანდატურს. ეს ბავშვი ჩვენს სკოლაში რამდენიმე თვის წინ გადმოვიდა, როგორც აღმოჩნდა, მასწავლებელი მას საკუთარ საგანში თანხის სანაცვლოდ სახლში ამზადებდა, რაც დაუშვებელია და ამას სწავლობს დისციპლინარული კომიტეტი. 70 წლის კაცია, ადრე დირექტორიც იყო, არასდროს მის შესახებ ცუდი არაფერი გაგვიგია. შაქარი აწუხებს და ახლა ბიულეტენზეა გასული. მე ვფიქრობ, რომ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, მოგეხსენებათ, დღეს როგორ დაცულია მოსწავლის უფლებები, ალბათ უკმაყოფილება ამ შელაპარაკებას მოჰყვა“,-განაცხადა პირველ არხთან სკოლის სასწავლო ნაწილმა.

სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტს არც სკოლის დირექტორი ადასტურებს. მისი განცხადებით, დისციპლინარული კომიტეტი, მხოლოდ თანხის სანაცვლოდ მოსწავლის მომზადების საკითხს იკვლევს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აჭარის განათლების მინისტრი მოგვიანებით გააკეთებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები