0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ქალის ცემისა და უთოთი წამების ფაქტზე, ათენში საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს


ათენში, 85 წლის ქალის ცემისა და უთოთი წამების ფაქტზე, ბერძნულმა პოლიციამ საქართველოს 7 მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველების ინფორმაციით, კრიმინალური ჯგუფი ყაჩაღობის მიზნით ათენის ერთ-ერთ გარეუბანში, საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და 85 წლის მოხუცი სასტიკად აწამა.

დაზარალებულის თქმით, ის ნიღბიანმა პირებმა საწოლზე დააბეს, სცემეს და ცხელი უთოთი წამება დაუწყეს. ქალმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც მას ნაჭრით პირი აუკრეს და ცხვირში რამდენჯერმე ჩაარტყეს. თავდამსხმელები ფულს ითხოვდნენ. დაზარალებულმა მხოლოდ გამთენიისას შეძლო დახმარების გამოძახება.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ჯგუფი კიდევ რამდენიმე გახმაურებულ და სასტიკ კრიმინალურ შემთხვევაში ფიგურირებს. მათ შორისაა ავსტრიის მოქალაქეზე განხორციელებული თავდასხმა, მამაკაცი ასევე აწამეს, ამ დროს სახლში მისი მცირეწლოვანი ქალიშვილიც იმყოფებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები