0 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

მამაკაცი, რომელიც მეუღლეს მოკვლით ემუქრებოდა , 1 წლითა და 6 თვით დააპატიმრეს

  მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, მუქარაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ბრალდებულს მოსამართლემ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

   უწყების ცნობით, მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 25 იანვარს, ღამის საათებში, ბრალდებულმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, ბრალდებული ცოლს მოკვლით დაემუქრა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა. ბრალდებული ამ ამბის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.

პროკურატურის ცნობით, ის 5 თებერვალს დააკავეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები