1 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკელი სენატორი რუსეთში არ შეუშვეს

სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები დიპლომატიურ თამაშებს აგრძელებენ - ამის შესახებ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მას რუსეთის ვიზაზე უარი უთხრეს. სენატორი მოსკოვში ჩასვლას და რუსეთის ოფიციალურ პირებთან, ამერიკელ ბიზნესმენებთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრის ჩატარებას გეგმავდა. რონ ჯონსონის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ რუს პარლამენტარებთან პირდაპირი დიალოგი მომავალში ქვეყნებს შორის უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს.

”სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები დიპლომატიურ თამაშებს აგრძელებენ და რუსეთში შესვლაზე უარი მითხრეს“, – თქვა სენატორმა. მან დასძინა, რომ ამის მიუხედავად, იგი მოსკოვთან გულწრფელ დიალოგს გააგრძელებს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება.

მოგვიანებით, შეერთებულ შტატებში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ სენატორს ვიზის მისაღებად და ქვეყანაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ დიპლომატიური უწყებისთვის არ უცნობებია. დიპლომატებმა როს ჯონსონის სიტყვებს “უსაფუძვლო ბრალდება” უწოდეს, რაც მათი შეფასებით, იმაზე მეტყველებს, რომ ის “არა დიალოგისთვის, არამედ დაპირისპირებისთვის” ემზადება. როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, “სენატორი რუსეთის საგარეო პოლიტიკას ამახინჯებს” და უხეშ განცხადებებს აკეთებს. დიპლომატების თქმით, რუს პარლამენტარებთან დიალოგის აღდგენის შესახებ მისი განცხადებები არ შეიძლება სერიოზულად იქნას მიღებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები