2 0 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავიაკატასტროფა კოლუმბიაში - დაღუბულთა შორის არიან ბრაზილიის ფეხბურთის გუნდის წევრები

ავიაკატასტროფა კოლუმბიაში - ბორტზე 80-მდე ადამიანი იმყოფებოდა
კოლუმბიის ცენტრალური და ჩრდილოეთის ნაწილის აეროპორტების ოპერატორის AIRPLAN-ის ინფორმაციით, დღეს დილით მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად სავარაუდოდ 6 ადამიანი გადარჩა, - იუწყება CNN-ის ესპანურენოვანი გამოცემა. 

კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, სამშაბათს დილით თვითმფრინავმა, რომელშიც 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა.

თვითმფრინავი მედელინისკენ მიემართებოდა. მასში იმყოფებოდნენ ბრაზილიური საფეხბურო კლუბის „შაპეკოენსის“ ფეხბურთელები, რომლებსაც მედელინში ადგილობრივ გუნდთან „ატლეტიკო ნასიონალთან“ სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ თამაშში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები