შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
თიბისი ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) 150 მილიონი დოლარის ოდენობის, ხუთ წლიან, სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და კლიმატის დაფინანსების გაძლიერებას ისახავს მიზნად. IFC-გან მიღებული დაფინანსება, მცირე და საშუალო ბიზნესებისა და მდგრადი დაკრედიტების მიმართულებით, თიბისის წამყვან პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
„აღნიშნული ტრანზაქციის ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი ეტაპია IFC-თან თანამშრომლობაში და ასახავს ჩვენი ინსტიტუტების საერთო ღირებულებასა და მისწრაფებას - ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას. მოზიდული სესხი არა მხოლოდ გააძლიერებს თიბისის ძალისხმევას მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაში, არამედ საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ კლიმატთან დაკავშირებული ინვესტიციების პოპულარიზაციას საქართველოს მასშტაბით. გვინდა მადლობა გადავუხადოთ IFC-ს გამოყოფილი დაფინანსებისთვის და მოუთმენლად ველით წარმატებული თანამშრომლობის მეტ შესაძლებლობებს მომავალში“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„ეს ინვესტიცია საქართველოში IFC-ის იმ საქმიანობის ნაწილია, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. თიბისი ბანკთან პარტნიორობით და მისი შესანიშნავი ციფრული მექანიზმების და ფილიალების ფართო ქსელის მეშვეობით, ვგეგმავთ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიოთ როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსებაში, რაც მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს,“ განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ.
IFC-ის შესახებ
IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბაზრების და შესაძლებლობების შესაქმნელად. 2024 ფისკალურ წელს, IFC-მ რეკორდული 56 მილიარდი დოლარი გამოუყო განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, მოახდინა კერძო კაპიტალის მობილიზება პლანეტაზე სიღარიბისგან თავისუფალი სამყაროს შესაქმნელად. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
კომენტარები